ნიჭი, მიდრეკილება და ხასიათი: რომელი ჯგუფის სისხლი აქვს თქვენს შვილს?

არსებობს თეორია, რომ ადამიანის სისხლის ჯგუფი მის ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს. უფრო მეტიც, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სწორედ სისხლის ჯგუფი განსაზღვრავს ადამიანის ნიჭსა და შესაძლებლობებს.
Sputnik

გამომდინარე იქიდან, რომ ეს მახასიათებელი, ანუ სისხლის ჯგუფი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იცვლება, მშობლებს შვილების ხასიათის, მიდრეკილებებისა და ნიჭის დადგენა ბავშვობაშივე შეუძლიათ.

ვნახოთ, რომელი ჯგუფის სისხლის მქონე ბავშვს რა ძლიერი თუ სუსტი მხარეები აქვს, რაც მათ აღზრდაშიც დაგეხმარებათ და მათთვის მიმართულების მიცემაშიც.

პირველი ჯგუფი

სისხლის ჯგუფი და პიროვნული თვისებები: საინტერესო კანონზომიერებები

ასეთი ბავშვები ძალიან მიზანსწრაფულები არიან. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან აღიარება. ისინი ხალისით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში და ყოველთვის პირველი ადგილისკენ ისწრაფვიან. არიან ძალიან აქტიურები და ცოდნისმოყვარეები, რის გამოც მასწავლებლების საყვარელი მოწაფეები ხდებიან.

„პირველების“ ნეგატიური თვისება — ეს ეგოიზმი და ეჭვიანობაა.

მეორე ჯგუფი

ამ ჯგუფის სისხლის მქონე ბავშვები ხშირად არიან პერფექციონისტები — ცდილობენ ყველაფერი იდეალურად გააკეთონ და დიდ ყურადღებას უთმობენ დეტალებს. უყვართ წინასწარ ყველაფრის ანალიზი, არ სიამოვნებთ მოულოდნელობები და სიურპრიზები. ჰყავთ არც ისე დიდი სამეგობრო წრე, თუმცა აფასებენ მეგობრობას და ხანგრძლივად ინარჩუნებენ მათ. 

„მეორეები“, სანამ ვინმეს გულს გადაუშლიან და გაენდობიან, მანამ კარგა ხნის განმავლობაში აკვირდებიან და სწავლობენ ამა თუ იმ ადამიანს. არიან საკმაოდ მომთხოვნები საკუთარი თავისა და ირგვლივ მყოფების მიმართ.

მთავარია სისხლის ჯგუფი: როგორ შევარჩიოთ მეორე ნახევარი – ამერიკული კვლევა

მესამე ჯგუფი

ასეთ ბავშვებს არ უყვართ რუტინა და მონოტონურობა. მათ განსაკუთრებული ცოდნისმოყვარეობა ახასიათებთ. ადრეული ასაკიდანვე ისწრაფვიან გარშემო ყველაფრის შეცნობისკენ და ეს ინტერესი არასდროს ნელდება. 

აზროვნებენ ორიგინალურად და თანაც იმდენად, რომ ჩვეულებრივ დავალებასა თუ ამოცანასაც კი უჩვეულოდ უდგებიან.

სხვათა შორის, სკოლაში მაინცდამაინც არ ულხინთ — უბრალოდ, მოსაწყენი თეორიული სწავლება ნაკლებად აინტერესებთ, ყველაფრის პრაქტიკაზე მოსინჯვა ნებავთ.

თუ მშობლებმა შეძლეს და „მესამის“ ენერგია საჭირო კალაპოტში მოაქციეს, მაშინ მისგან ყოველმხრივ განათლებულ–განვითარებული ადამიანი დადგება — გამორიცხული არ არის, მეცნიერიც კი გამოვიდეს და დიდ წარმატებას მიაღწიოს.

მეოთხე ჯგუფი

ეს ჯგუფი საკმაოდ იშვიათად გვხვდება. მის მფლობელებს განსაკუთრებული მგრძნობელობა ახასიათებთ. ბავშვობაშივე ეტყობათ შემოქმედებისადმი ლტოლვა, ავლენენ მოულოდნელ ნიჭს.

რომელია „ფინანსური კეთილდღეობის“ სისხლის ჯგუფი: იაპონური კვლევა>>

არიან ძალიან კომუნიკაბელურები, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. 

პატარაობიდანვე უჩნდებათ სამყაროს შეცვლის სურვილი და მოწიფულობაში ხშირად აღწევენ კიდეც მიზანს. თუ მშობლებმა დროულად შენიშნეს შვილს ეს თვისებები, „ბავშვი–მეოთხე“ აუცილებლად იქნება წარმატებული ადამიანი.