საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიები სპეციალური ხსნარებით მოირეცხება

კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიების ფარგლებში სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა 180-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ნაგავშემკრები კონტეინერები.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

უკეთესია, მაგრამ პრობლემები არ შემცირებულა: რა აჩვენა საბავშვო ბაღების მონიტორინგმა

საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები, რომელთა დაცვით კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა იქნება შესაძლებელი.

კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიების ფარგლებში სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა 180-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ნაგავშემკრები კონტეინერები.

„თბილსერვის ჯგუფის“დირექტორის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, აღნიშნული აქცია ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„დღეს დავიწყეთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებას, ასევე ტროტუარებისა და ნაგავშემკრები კონტეინერების მორეცხვას“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით დედაქალაქის ქუჩების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას ისახავდა მიზნად.  უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით სპეციალური ხსნარით ირეცხებოდა როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები და ველობილიკები.