თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოსთან“ შეხვედრამდე გენერალური რეპეტიცია გაიარა

თბილისის „ლოკომოტივმა“ საჩხერის „ჩიხურას“ მოუგო. ამ გამარჯვების წყალობით ის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე განთავსდა.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. თბილისის „ლოკომოტივმა“ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ფარგლებში საჩხერის „ჩიხურა“ 4:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ლოკომოტივი“ 16 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე განთავსდა.

ამ შეხვედრას „ლოკომოტივისთვის“, შეიძლება ითქვას, გენერალური რეპეტიციის ფუნქცია ჰქონდა უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის წინ, რომელიც მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ 17 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში „ლოკომოტივმა“ საკუთარ მოედანზე რუმინეთის „კრაიოვას“ 2:1 მოუგო.