მსოფლიო დღეს

შიშველი ტრენდი სოციალურ ქსელებში: ვარსკვლავებმა თამამი ფოტოების გამოქვეყნება დაიწყეს

ბრიტანული ტაბლოიდი აქვეყნებს ვარსკვლავი ქალბატონების ფოტოებს, რომლებზეც ისინი კამერის წინ შილიფად ჩაცმული პოზირებენ.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. უცხოელმა ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ საოჯახო საქმეების კეთებაც კი შეიძლება ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდეს, წერს ტაბლოიდი The Sun. 

სუპერმოდელმა ქმარს იუბილე შიშველი ფოტოთი მიულოცა: სურათი Instagram-ზე>>

როგორც ირკვევა, ცნობილმა მშვენიერმა ქალბატონებმა სოციალურ ქსელებში ახალი ტრენდი შექმნეს — ისინი აქვეყნებენ ფოტოებს, რომლებზეც ნახევრად შიშვლები ასრულებენ სხვადასხვა საქმეს.

მაგალითად, გერმანელმა მოდელმა ჰაიდი კლუმმა იუზერებს გაუზიარა ფოტო, რომელშიც ლეოპარდის მოხატულობის ქვედა საცვალში გამოწყობილი რწყავს ყვავილებს.

ცნობილმა ბლოგერმა ჯესიკა როუზმა კი Instagram-ზე ატვირთა ფოტოები, რომლებზეც ნახევრად შიშველი სავსე სხეულით დგას გასაშრობად გაფენილი თეთრეულის ფონზე.

კიდევ უფრო „გულახდილი“ გამოდგა კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი, რომელიც ფოტოზე ზურგიდანაა გადაღებული საშრობზე სარეცხის გაფენის დროს.