ყვითელი ამბები

ნანუკა ჟორჟოლიანი საოცრად გახდა და არაჩვეულებრივ ფორმაშია – ფოტოები

ცნობილი ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა. ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი სივრცე დიდი ხანია განხილვის საგანია.
Sputnik

ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ბევრი ადამიანის საყვარელ სახედ იქცა. ინდივიდუალიზმი, განსაკუთრებული ხმის ტემბრი და ცხელი წერტილებიდან გაშუქების უნარი ნანუკას დამახასიათებელი ნიშნებია.

მან სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყო ახალი გადაცემის წაყვანა, როდესაც „რუსთავი 2“-დან წამოვიდა. გადაცემას „სხვა ნანუკა“ ჰქვია. მასში სოციალური თემატიკა დომინირებს. ცნობილი სახე ბევრს მოგზაურობს და საკუთარ თავთან ჰარმონიას სწორედ მოგზაურობისას განიცდის.

ექსტრავაგანტული ჟურნალისტი ბევრი ადამიანის ყურადღებას მარტივი ხერხით იქცევს. მისი შვილები, პირადი ცხოვრება და ოჯახის წევრები მუდმივი განხილვის საგანია. ჟორჟოლიანი ენერგიით და განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა და ამიტომ მისი ახალი გადაცემა, რომელიც სულ რამდენიმე დღეში შექმნა, აქტუალური პირველივე პირდაპირი ეთერიდან გახდა. ყველას აინტერესებს – ვინ არის ნანუკა ჟორჟოლიანის ახალი რჩეული. მას ორი ყოფილი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

განსაკუთრებით სკანდალური, რთული და ხმაურიანი ურთიერთობა ერეკლე კოდუასთან ჰქონდა. ოჯახის დანგრევის შემდეგ მისი ცხოვრება დეპრესიებმა და აკვიატებულმა, პანიკურმა ფიქრებმა მოიცვა, რის გამო ჟურნალისტი ფსიქოტროპული წამლებით მკურნალობდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ხმამაღლა არაერთხელ ისაუბრა საკუთარ გადაცემასა თუ სხვა თოქ-შოუებში. მას მერე არაერთი ჰობი აითვისა და ახლა ბედნიერებას ასხივებს. ამაში მისი თითოეული Instagram-ის „სთორი“ და სხვადასხვა ფოტო-ვიდეო დაგარწმუნებთ.

ნანუკა თაყვანისმცემლებს ხშირად აინტერესებს ინტრიგებით. პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებზე აღარ საუბრობს, მაგრამ მისი უახლესი ტატუ სიყვარულს ეძღვნება. ნანუკამ ძველი წონა დაიბრუნა და ახლა არაჩვეულებრივ ფორმაშია. ამბობს, რომ ყველაფერს ჭამს, მაგრამ 18 საათი შიმშილობს და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ფორმა აღიდგინა.