ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ფოთში სტუმრად იმყოფებოდა. ამ დროისათვის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, ბიჭი მდინარეში საბანაოდ შევიდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მარნეულიდან იყო და ფოთში სტუმრად იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები.

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია: 3 მყვინთავი, 2 ნავი, 2 სკუტერი, 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს, და სამაშველო ჯგუფი დრონით.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.