ლავროვმა კასპიის მეექვსე სამიტის გამართვა დააანონსა

მომდევნო კასპიის ეკონომიკური ფორუმი მოსკოვში მომავალ წელს შედგება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი  — Sputnik. რუსეთი ემზადება მეექვსე კასპიის სამიტისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყაზახ კოლეგა მუხტარ ტლეუბერდისთან მოლაპარაკებების შემდეგ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებაშია ნათქვამი.

ჯანმომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყაზახური ვაქცინა დაარეგისტრირა

ლავროვმა აღნიშნა, რომ კასპიის მეორე ეკონომიკური ფორუმი მომავალ წელს მოსკოვში გაიმართება და ასევე განაცხადა, რომ ერთდროულად მიმდინარეობს მზადება მეექვსე სამიტისთვის, რომლისთვისაც, როგორც უმაღლესი რანგის შეხვედრისთვის, დოკუმენტების საკმაოდ სოლიდური პაკეტი მოიაზრება.

„ჩვენს ყაზახ მეგობრებთან საერთო შეხედულებები გვაქვს იმაზე, რაც ეხება ურთიერთქმედების განმტკიცებას „კასპიის ხუთეულის“ შემადგენლობაში, რომელსაც აკისრია მთავარი პასუხისმგებლობა კასპიის რეგიონში უსაფრთხოებაზე, სატრანსპორტო ურთიერთკავშირზე, გარემოს დაცვაზე, ტურიზმის განვითარებაზე, მეცნიერულ კავშირებზე“, - ხაზგასმით აღნიშნა რუსმა მინისტრმა.

კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმი 2019 წლის 12 აგვისტოს თურქმენეთში გაიმართა. მეხუთე სამიტი 2018 წლის 12 აგვისტოს ყაზახეთის აქტაუში შედგა.