ყვითელი ამბები

გვანცა დარასელიას მოდური ქალიშვილი დედის სამოსს ირგებს – უსაყვარლესი ფოტო

ტელეწამყვანი და მოდელი გვანცა დარასელია Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ქალიშვილის სურათს აქვეყნებს. გოგონამ დიდი ყურადღება საკუთარი ნებით არჩეული სამოსით მიიქცია. ნახეთ რა აცვია პატარა ლილეს.
Sputnik

გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა. მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძე იყო. წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, სადაც გვანცამ იმღერა. მოდელის გარეგნობითა და ხმით მოხიბლულმა ვახომ გვანცას გაცნობა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მას ტელეეკრანზე მომავალი მეუღლე ნანახი არ ჰყავდა.

გვანცას ხმამ და ციმციმა თვალებმა ვახოს ყურადღება მიიქცია და საღამოს კომპლიმენტიც მიიღო. ურთიერთობა სოციალურ ქსელში მიმოწერით გაგრძელდა. როგორც ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაზრდილი გოგონა, გვანცა ვახოს შეხვედრაზე დიდხანს ეუბნებოდა უარს. ახლა წყვილი ერთად არის და მათ ორი შვილიც ჰყავთ. უფროსი ერეკლე და უმცროსი – ლილე, რომელიც გვანცამ ქვეყნად ვახოს დაბადების დღეზე მოავლინა.

უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აქვს და პატარა და-ძმას მშობლები სწორედ ამას ასწავლიან. გვანცას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა. პატარა ლილეს მოდური ჩაცმულობა ძალიან უყვარს.

გოგონა საკუთარი გემოვნებით იპრანჭება და ოჯახის წევრებს ამხიარულებს. უკანასკნელ ფოტოზე ლილემ არჩევანი ფერად სამოსზე და დედის ფეხსაცმელებზე შეაჩერა. პოზიტიურმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.