„ფოტოშოპია?“ – ბათუმში ტროტუარზე აშენებულმა სახლმა სოციალური ქსელი „ააფეთქა“

სოციალურ ქსელებში მძაფრი რეაქციის შემდეგ საქმით ქალაქის ხელისუფლება დაინტერესდა. შედეგად – „უცნაურ“ შენობას აიღებენ.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ქალაქის გარეუბანში უნებართვო მშენებლობის ფაქტის გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

მარუხის ქუჩაზე მდებარე შენობას აიღებენ, ხოლო დამნაშავეს ჯარიმა დაეკისრება.

ბათუმში აგებულმა შენობამ, რომელიც პირდაპირ ტროტუარზე დგას და სავალი გზის ნაწილსაც იკავებს, სოციალური ქსელების მომხარებელთა გაოგნება გამოიწვია.

„და რა, ასე შეიძლებოდა???“ – აინტერესებს ტატიანა მელნიკს.

„ფოტოშოპია?“ – ბათუმში ტროტუარზე აშენებულმა სახლმა სოციალური ქსელი „ააფეთქა“

„პირდაპირ სავალი გზის ცენტრში რატომ არა? მხოლოდ ნაწილზე რატომ? ხვალ–ზეგ მეზობლებს გონება გაუნათდებათ და დაიწყებენ აქცია–პეტიციებს“, – წერს ნინა არგუტინსკაია.

„წარმოუდგენელია! )))))))))) ფოტოშოპი ხომ არ არის შემთხვევით?“ – თვალებს არ უჯერებს ნინო ყიფშიძე.

„ფოტოშოპია?“ – ბათუმში ტროტუარზე აშენებულმა სახლმა სოციალური ქსელი „ააფეთქა“

„არის ქალაქის საკრებულო, არიან დეპუტატები... სასწრაფოდ იქ უნდა ამ ფოტოებს მიტანა. ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და ეს პროკურატურას გადასცენ. სხვაგვარად ეს „ფეისბუქური“ ლაპარაკი ცარიელი ლაი–ლაია“, – წერს სანდრო მეიფარიანი.

ასეთ მძაფრ გარჩევას სოციალურ ქსელში ბათუმის მერიაც გამოეხმაურა. ქალაქის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ვინც ეს დაუშვა, ყველა დაისჯება.

„ფოტოშოპია?“ – ბათუმში ტროტუარზე აშენებულმა სახლმა სოციალური ქსელი „ააფეთქა“

„2019 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს მიმართა. განმცხადებელს უარი ეთქვა სივრცით-მოცულობითი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვინაიდან სამშენებლო ტერიტორია მოიცავდა საავტომობილო გზის ნაწილსაც. აღნიშნულ მონაკვეთში კი მშენებლობის წარმოება ჩაითვალა მიუღებლად“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ უკვე დაიწყო დისციპლინური წარმოება მუნიპალიტეტის იმ თანამშრომლების მიმართ, ვისაც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალოდ ევალებოდა ფაქტზე რეაგირება.