ანზორ ქობალია: წალენჯიხაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა
© Sputnik
„გუშინ სამეგრელოში ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს არის წალენჯიხა, სოფელი ფოცხოეწერი. ერთი არის ადგილობრივი და მეორე – თბილისში მცხოვრები. ისინი 29 აგვისტოს ქორწილში იმყოფებოდნენ, არიან და-ძმა. 8 პირი, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა მათთან, იმყოფება საკარანტინო სივრცეში. დანარჩენ კონტაქტებს სწავლობს როგორც რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, ასევე წალენჯიხის საზოგადოებრივი ცენტრი“, – განაცხადა ანზორ ქობალიამ.
ანზორ ქობალიას განმარტებით, საეჭვოა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ტესტის შედეგი და ის ხელმეორედ გაიტესტება.