როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 11 სექტემბერს

სექტემბერი კვლავ გვახარებს თბილი ამინდებით. დედაქალაქში პარასკევს უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.
Sputnik

თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, პარასკევს, 11 სექტემბერს თბილისში უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა ღამით 19 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით მაქსიმალური +30 გრადუსი დაფიქსირდება.

მზე 06:37 საათზე ამოვა და 19:16 საათზე ჩავა.