თბილისი–სტამბულის მიმართულებით ჩარტერული ფრენები შესრულდება

აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი–სტამბულის მიმართულებაზე მოემსახურება.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. Turkish Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანია „ანადოლუჯეტი“ 20, 23 და 27 სექტემბერს თბილისი–სტამბულის (საბიჰა გოქჩენის აეროპორტი) მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

ქართველი სტუდენტები ბუდაპეშტში სპეცრეისით 8 სექტემბერს გაფრინდებიან

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი–სტამბულის მიმართულებაზე მოემსახურება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები მარტში სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობო შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. დანარჩენ ქვეყნებში კი მოქალაქეთა ჩასაყვანად და წამოსაყვანად საქართველოს მთავრობა სპეცრეისებს ნიშნავს.