ტელეკომპანია „TV პირველის“ რეპორტიორს კორონავირუსი დაუდგინდა

გავრცელებული ინფორმაციით, ვიკა ბუკიას ვირუსი მეუღლისგან, პარლამენტის წევრ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველის“ რეპორტიორ ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფორმაციას საკუთარ Facebook-გვერდზე ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ავრცელებს.

„ჩვენს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ესაა ოჯახური კონტაქტი. უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს“, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიკა ბუკიას ვირუსი მეუღლისგან, პარლამენტის წევრ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

გრიგოლიას განცხადებით, ამ ეტაპზე ტელევიზია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.