მსოფლიო დღეს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ცვლილებაა – BBI მონაცემებს აქვეყნებს

აგვისტოს შუა რიცხვებში ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ტოპ-ოთხეულშიც კი მოხვდა, როდესაც ბიზნესმენის ქონება ერთ დღეში თითქმის 8 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 84.8 მლრდ შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულს გამოეთიშა მას შემდეგ, რაც ერთ დღეში 16,3 მლრდ დოლარი იზარალა, იუწყება სააგენტო „ბლუმბერგი“ Bloomberg-Billionaires Index-ის (BBI) რეიტინგის მონაცემებზე დაყრდნობით.

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რიცხვში პირველად მოხვდა

რეიტინგის თანახმად, მასკის ქონება ამ დროისათვის 82,2 მლრდ დოლარს შეადგენს და ბიზნესმენი უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში მეექვსე პოზიციაზე გადავიდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ეს უდიდესი სადღეღამისო ვარდნაა BBI-ს ისტორიაში და ის Tesla-ს აქციების დაცემას მოჰყვა. ელექტრომობილების მწარმოებლის აქციები სამშაბათს ღირებულების ერთი მეხუთედით, 21,06%-ით გაიაფდა და 498 დოლარიდან 330,21 დოლარამდე დაეცა ერთ აქციაზე.

ამ დროისათვის BBI-ს რეიტინგში პირველ პოზიციაზე კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია 186 მლრდ დოლარით, მეორეზე — Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, მესამეზე — Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი — 103 მლრდ დოლარით, მეოთხე ადგილს ჯგუფ Louis Vuitton Moët Hennessy-ს პრეზიდენტი ბერნარ არნო იკავებს 85,5 მლრდ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ინვესტორმა უორენ ბაფეტმა აიწია 82,4 მლრდ დოლარით.