„ვექტორიდან“ ყველა მოხალისე გაეწერა: იმუნიტეტი ჩამოყალიბებულია

„როსპოტრებნადზორში“ აცხადებენ, რომ კლინიკურ კვლევებში მონაწილე ყველა მოხალისეს იმუნიტეტი ჩამოუყალიბდა.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მოხალისეების ფინალური, დასკვნითი ჯგუფი, რომლებზეც კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადება COVID-19-ის ვაქცინას ცდიან, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, წერს РИА Новости „როსპოტრებნადზორის“ პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

რუსული ვაქცინა Sputnik V გამოშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში
„დღეს ოცი მოხალისისგან შემდგარი დასკვნითი ჯგუფი სტაციონარიდან გაეწერა. ამგვარად, ასივე მოხალისე ორჯერაა აცრილი და მათ დაასრულეს 23-დღიანი „ჰოსპიტალური“ დაკვირვების ეტაპი. მოხალისეები თავს კარგად გრძნობენ“, — ნათვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ყველა მოხალისეს, რომლებმაც კლინიკური კვლევების მეორე ეტაპზე ვაქცინის ორჯერადი დოზა მიიღეს, იმუნიტეტი ჩამოუყალიბდა.