COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს საელჩო თურქეთში ქვეყანაში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

თურქეთი, რომელშიც კორონავირუსთან დაკავშირებით არაკეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისახება, შეზღუდვებს ამკაცრებს
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სავალდებულოა პირბადის ტარება, ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთი საბერძნეთის საზღვარზე ტანკების გადასროლას იწყებს

საელჩოს ცნობით, პირბადის ტარება სავალდებულოა  საცხოვრებელი სახლის გარდა ნებისმიერ ღია და დახურულ სივრცეში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ქუჩა, რეკრეაციული ზონები - პარკები, სკვერები, ზღვის სანაპიროები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ოფისები, ფაბრიკა-ქარხნები და სხვ.).

ამ წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

კითხვების არსებობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები საელჩოს ცხელ ხაზზე უნდა დაუკავშირდნენ:  

  • ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
  • სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  • ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
  • იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

თურქეთში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით დაავადებულია 281 509 ადამიანი, გარდაცვლილია 6 730,  ხოლო გამოჯანმრთელდა 252 152 პაციენტი.