თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა 2,4 მლნ გირვანქა სტერლინგი გადარიცხეს სუვერენის გრანტში, იუწყება Daily Mail.
გამოცემის ინფორმაციით, ამ სახით ჰარიმ, რომელიც მეექვსე ადგილს იკავებს ტახტის მემკვიდრეთა რიგში, დედოფალ ელისაბედ II-ს ის თანხა დაუბრუნა, რომელიც მისი კუთვნილი ყოფილი რეზიდენციის ფროგმორ–კოტეჯის რემონტზე დაიხარჯა უინძორში.
აღინიშნება, რომ ჰარიმ და მეგანმა დააბრუნეს მთელი ის თანხა, რომლის გადახდაც მანამდე 11 წლის განმავლობაში იგეგმებოდა. ვალის სრულად დაფარვა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც წყვილმა კომპანია Netflix-თან მრავალმილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.