ყვითელი ამბები

„კრუასანი...“ – ნატალია ყიფშიძე უმცროს ძმასთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

პოპულარული ოჯახის პოპულარულ წევრს ახალგაზრდა პარტნიორისგან მეორე შვილი ეყოლა. გიორგი ყიფშიძეს მარტში ვაჟი შეეძინა. ხელოვანმა მშობლებმა ბიჭუნას კოსმო დაარქვეს. კოსმო ყიფშიძე უფროს დასთან ნებივრობს. უახლესი ფოტო სოციალური ქსელიდან.
Sputnik

მსახიობ გიორგი ყიფშიძეს რამდენიმე თვის წინ შვილი კოსმო ყიფშიძე ეყოლა. ბავშვმა ყიფშიძეების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მსახიობის უფროსი ქალიშვილი ნატალია „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს უმცროს ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ცოტა ხნის წინ მან ბაბუის, ცნობილი მსახიობის ზურაბ ყიფშიძის და კოსმოს ფოტო გამოაქვეყნა. „კრუასანი” – წერს ნა­ტა­ლია ყიფშიძე.

გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეს წლების წინ დაშორდა. მათი თანაცხოვრება დიდი ხნის მანძილზე აქტიურად განიხილებოდა. პოპულარული მოდელი და ცნობილი მსახიობი წლებია ერთად აღარ ცხოვრობენ. მათ ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავთ, რომელიც დიდი პოპულარობით გამოირჩევა. გიორგი ყიფშიძე ცოტა ხნის წინ მეორედ დაოჯახდა. მისი ახლანდელი რჩეული 20 წლით უმცროსი ფოტოგრაფია, რომელმაც მათი ერთად გამოჩენის შემდეგ დიდი ყურადღება მიიქცია.

გიორგის მეორე ნახევარი ფოტოგრაფი ანა გასიევაა. მარტში ანამ გიორგის კოსმო ყიფშიძე გაუჩინა. წყვილის უახლესი ფოტოები დიდ ინტერესს იწვევს. ნატალია ყიფშიძე კოსმოსთან ერთად ხშირად ჩნდება და მამის ახალ პარტნიორს პატარა ბიჭუნას გაზრდაში ეხმარება. ნატალია პატარა ძმაზე სიამოვნებით ზრუნავს და სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს.

43 წლის გიორგი ყიფშიძე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 2002 წლიდან. მონაწილეობდა ფილმებში „რევერსი (უბრალოდ თამაში)“, „თბილისური Love Story“, „გასეირნება ყარაბაღში 2“, „ქუჩის დღეები“, „მარილივით თეთრი“. გიორგი ყიფშიძე დიდი ხანია ცნობილი მამის ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა მას მოიხსენიებენ, როგორც გიორგის და არა როგორც ზურას შვილს. იგი შესანიშნავი მსახიობია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტელესერიალიდან „ცხელი ძაღლი“, ხოლო მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ვერსკის როლი შეასრულა.