მსოფლიო დღეს

გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდი: ვიდეო

ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე გაჭიმულ უგრძეს და გამჭვირვალე ხიდზე ერთდროულად 500 ადამიანის ყოფნაა შესაძლებელი.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთში გაიხსნა ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე გაჭიმული შუშის დაკიდული ხიდი, რომელიც ყველაზე გრძელია მსოფლიოში, იუწყება Outlook India.

ხიდის სიგრძე, რომელიც მიწიდან 201 მეტრზე მდებარეობს, მდინარე ლიანძიანის ორ ნაპირს აკავშირებს და მისი სიგრძე 526 მეტრია. ხოლო მინა, რომლისგანაც დამზადდა ხიდი, სამშრიანია და მისი სისქე 4,5 სმ-ს აღწევს.

აღინიშნება, რომ ხიდის კონსტრუქცია იძლევა საშუალებას, მასზე ერთდროულად 500 ადამიანი იდგეს.

ირკვევა, რომ ხიდი ზაფხულში ოფიციალურად შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე გრძელი შუშის ხიდი მსოფლიოში. თუმცა ნაგებობა, სავარაუდოდ, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ამ წოდებას, ვინაიდან ჩინეთი გამუდმებით აგებს სულ უფრო და უფრო გრძელ შუშის ხიდებს. ამ დროისათვის ქვეყანაში 2300 შუშის ხიდია.