კორონავირუსი ფოკუსში: საქართველოში Tbilisi Photo Festival 2020 გაიმართება

ფესტივალის მთავარ სტუმარს - ფრანგ ფოტოგრაფ ანტუან დაგატას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა მისმა საოცარმა და მძიმე ფოტოებმა - დამოკიდებულებისა და მანკიერებების შესახებ
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში 10-16 სექტემბერს გაიმართება რიგით მე-11 Tbilisi Photo Festival 2020 - წლის მთავარი ფოტომოვლენა შეეხება თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ თემებს, კერძოდ კი COVID-19-ის პანდემიასა და მის შედეგებს, ნათქვამია ვებგვერდზე.

თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის საუკეთესო პროფესიონალი ფოტოგრაფების სამეულში მოხვდა

ფესტივალის პროგრამის საკვანძო მოვლენა არის თანამედროვე ფრანგი ფოტოგრაფის, სააგენტო Magnum-ის წევრის, ანტუან დაგატას დოკუმენტურ-კონცეპტუალური პროექტი „შიშველი ცხოვრება“, რომელიც 10 სექტემბერს თბილისის ფოტოგრაფიის მუზეუმში მრავალმონიტორიანი ვიდეოინსტალაციის ფორმატში გაიხსნება.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ანტუან დაგატას „შიშველი ცხოვრება“ წარმოადგენს Covid-19-ის და მისი სოციალურ-პოლიტიკური ასპექტების ხედვას, აცხადებენ ორგანიზატორები.

ინსტალაცია აერთიანებს 13 ათასამდე ფოტოგრაფიას, რომლებსაც მხატვარი თერმული ფოტოკამერით 11 მარტიდან 11 მაისამდე იღებდა.

ასევე მასშტაბური კარანტინის პერიოდში თბილისის ფოტოფესტივალმა შექმნა პროგრამა I _ Residency - ქალი მხატვრებისა და მწერლების მხარდასაჭერად. პროგრამა მიზნად ისახავს ნაწარმოებების შექმნას, რომლებიც იზოლაციის გამოცდილების უნივერსალურ მხატვრულ გააზრებას ეფუძნება.

ამ პროექტის ფარგლებში ფესტივალის პირველ კვირაში გაიმართება 20 მხატვრის ნამუშევრების საჯარო პრეზენტაცია, სადაც იქნება წარმოდგენილი ტექსტები, ფოტოსერიები და ვიდეოპროექტები.

რაც შეეხება ფესტივალის ყველაზე საინტერესო ღონისძიებას - „ფოტოგრაფიის ღამეს“, ის სასტუმრო „სტამბაში“ 12 სექტემბერს გაიმართება. იქ ფოტოგამოფენები ცხრა სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება წარმოდგენილი.

კენდალ ჯენერი ქართველმა ფოტოგრაფმა გადაიღო

ასევე წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი არტისტების ნამუშევრები: ახალგაზრდა მექსიკელი ფოტოგრაფების, ამერიკელი ფოტოგრაფების სააგენტო NOOR-დან, მათ შორის ლეგენდარული ფოტოკორესპონდენტ სტენლი გრინის, ქართული ფოტოგრაფიის ახალი ტალღის ვარსკვლავების - დათო მესხის, გიორგი ნებიერიძის, საბა გორგოძის და სხვ.

ფესტივალი დასრულდება ფრანგი ფოტოგრაფის, ანტუან დაგატას საჯარო ლექციით, რომელიც Zoom/Youtube-ის პლატფორმაზე პირდაპირ ეთერში თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიმართება.

Tbilisi Photo Festival საქართველოში პირველად 2010 წელს ჩატარდა მსოფლიოში ცნობილი ფოტოფესტივალის Les Rencontres d'Arles ორგანიზატორებთან პარტნიორობით. დაარსების დღიდან თბილისის ფოტოფესტივალი ისწრაფვის იყოს ცენტრალური ადგილი ფოტოგრაფების შეხვედრებისთვის აზიიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ევროპიდან, რუსეთიდან, არაბული ქვეყნებიდან.