ყვითელი ამბები

„სულ გვშიოდა... 8 კვადრატში ვცხოვრობდით“ – ბუბა კიკაბიძის უცნობი ცხოვრება

მსახიობმა და მომღერალმა ბავშვობის უცნობ დეტალებზე ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ ბუბა კიკაბიძეს მძიმე ბავშვობა ჰქონდა.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ლეგენდარული მომღერლისა და მსახიობის ბუბა კიკაბიძისთვის ბავშვობა შიმშილთან ასოცირდება. გადაცემა „სთორიში“ საუბრისას მომღერალმა მძიმე პერიოდი გაიხსენა.

„ბავშვობის ასოციაცია არის შიმშილი. სულ გვშიოდა... ჩემს ეზოში 80%-ს მამა არ ჰყავდა, ყველა ჯარში იყო, დედებს როგორც შეეძლოთ, ისე შოულობდნენ პურის ფულს. 8 კვარდატში ვცხოვრობდით“, – იხსენებს ბუბა კიკაბიძე.

ყველასათვის საყვარელი მსახიობი, მომღერალი და რეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 19 ივლისს 82 წლის გახდა.

ავიაციაზე შეყვარებული „მიმინო“, მომხიბლავი და სიცოცხლით სავსე ბენჟამენ ღლონტი „არ დაიდარდოდან“ – ამ როლებით კიკაბიძეს მთელი მსოფლიო იცნობს.