COVID-19 - ბოლო ცნობები

მეცნიერებმა COVID-19-ით სიკვდილიანობასა და კომბოსტოს შორის კავშირი დაადგინეს

მეცნიერების ვარაუდით, COVID-19-ის ლეტალობაზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს ის კვების პროდუქტები, რომლებსაც მოსახლეობა მოიხმარს ამა თუ იმ ქვეყანაში.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით სიკვდილიანობა ნაციონალური სამზარეულოების თავისებურებებზეა დამოკიდებული, აცხადებს მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელსაც ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი ჟან ბუსკე ხელმძღვანელობდა.

გაზარდეთ COVID-19-ის მეორე ტალღამდე: დასახელდა აუცილებელი ვიტამინი

მკვლევარებმა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ევროპის ქვეყნებს შორის COVID-19-ით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, სლოვაკეთსა და ფინეთში. ამ ქვეყნებში ლეტალური შედეგი არ აჭარბებს 4%-ს. რაც შეეხება სიკვდილიანობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს (10%-დან ზემოთ), ის დაფიქსირდა ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში.

მეცნიერების ვარაუდით, COVID-19-ის ლეტალობაზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს კვების ის პროდუქტები, რომლებსაც ამ ქვეყნებში მოიხმარს მოსახლეობა.

„ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედების, ან ცილა АСЕ2-ის მიმართ აქტიური (სწორედ ეს ცილაა კორონავირუსი SARS-CoV-2-ის უჯრედში „შეღწევის წერტილი“ — რედ.) კვების პროდუქტები, როგორიცაა უმი ან დამჟავებული კომბოსტო, ძირითადად გამოიყენება ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც სიკვდილიანობის დაბალი დონე გამოვლინდა“, — აცხადებენ კვლევის ავტორები.

მკვლევარების თქმით, იმისათვის, რომ საკვებმა იმუნურ სისტემაზე გავლენა მოახდინოს, ადამიანმა რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა დაიცვას კვების გარკვეული რაციონი. იმუნიტეტის მაჩვენებლის შეცვლა ერთ კვირასა თუ ერთ თვეში შეუძლებელია.

COVID 19: ქვეყნდება აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი>>

მათი თქმით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტური ნივთიერებებით მდიდარი საკვების ხანგრძლივი მიღება ხელს უწყობს ადეკვატური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ჯანსაღი წონის შენარჩუნებასა და ასევე შეიძლება იყოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების, ან მისი სუსტად განვითარების ფაქტორი.