„ვითხოვთ გზას“ – ხობსა და ზუგდიდში საპროტესტო აქციები გაიმართა

სოფლების მოსახლეობა შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას და ამაში ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებას მოითხოვს.
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ადგილობრივი მოსახლეობა შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას მოითხოვს. 

„ვითხოვთ გზას“ – ხობსა და ზუგდიდში საპროტესტო აქციები გაიმართა

„თავად ხედავთ რა მდგომარეობაა, გზა არ გვაქვს, სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია. ყოველი წვიმის შემდეგ ვიტბორებით. ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვითხოვთ დახმარებას“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მსგავსი მოთხოვნებით აქცია გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუშიც.

ნიკა ლატარია