მსოფლიო დღეს

ბეირუთის პორტში ფეთქებადსაშიში ქიმიკატების ახალი საწყობი იპოვეს

ქვეყნის შეირაღებული ძალების ქვედანაყოფმა ბეირუთის პორტის ერთ-ერთ შესასვლელთან ფეთქებადი ქიმიკატების ახალი საწყობი აღმოაჩინა.
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ლიბანის შეიარაღებული ძალების სპეციალისტებმა ბეირუთის პორტში ფეთქებადსაშიში ქიმიკატების კიდევ ერთ საწყობს მიაგნეს, იუწყება ლიბანის არმიის პრეს-სამსახური.

აფეთქებული ბეირუთის ნანგრევებში გულისცემა ისმის: ვრცელდება ვიდეო ადგილიდან
„ბეირუთის პორტის საბაჟო სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ლიბანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა ძიება ჩაატარა და პორტის ერთ-ერთი შესასვლელის მახლობლად კიდევ ერთი საწყობი აღმოაჩინა, სადაც 4350 კილოგრამი ამონიუმის გვარჯილა ინახება“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღინიშნება, რომ პორტის ხელმძღვანელობამ უკვე გაუგზავნა ქვეყნის საბაჟო სამსახურს ქიმიკატების გატანის თაობაზე მოთხოვნა.

ბეირუთის პორტში 2750 ტონა ამონიუმის გვარჯილის დეტონაციის გამო მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. განადგურდა და დაზიანდა რამდენიმე ასეული შენობა და ავტომობილი, დაიღუპა 190 ადამიანი და დაშავდა 6 ათასზე მეტი. ხელისუფლების განცხადებით, ამონიუმის გვარჯილა საბაჟო სამსახურის მიერ იყო ჩამორთმეული 2014 წელს და საწყობში ინახებოდა. ბეირუთი უბედურების ზონად გამოცხადდა. მომხდარის შემდეგ ქალაქში ანტისამთავრობო მიტინგები დაიწყო, რის შედეგადაც ლიბანის პრემიერი ჰასან დიიაბი და მისი მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.