ხუთი უცნობი წყარო - დეტალები COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 19 პაციენტი, ერთის მდგომარეობა კრიტიკული რჩება.
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ხუთი ახალი პაციენტის COVID-19-ით ინფიცირების წყაროები ჯერჯერობით უცნობია, განაცხადეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ჩამოყალიბდება თუ არა ქორწილის კლასტერი: გურიაში ეპიდკვლევა დაიწყო

საავადმყოფოს ინფორმაციით, ერთი ინფიცირებული რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, ხუთი - არსებული პაციენტების კონტაქტებია, ერთი გადმოყვანილია აფხაზეთიდან, ორი შემთხვევა იმპორტირებულია, 13 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და ორი პაციენტი ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ კლასტერს განეკუთვნება.

როგორც თბილისის ინფექციურ კლინიკაში პირველ არხს განუცხადეს, დაწესებულებაში მკურნალობას გადის 19 პაციენტი, ერთის მდგომარეობა კრიტიკული რჩება.

სამთავრობო ვებგვერდ StopCov-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 650 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 310 ადამიანი. გარდაიცვალა 19 პაციენტი.