მოსკოვის მერმა კარანტინის შესახებ ჭორების „გაფილტვრისკენ“ მოუწოდა

მოსკოვის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ქალაქის ეკონომიკა მთლიანად აღდგება ნახევარ წელიწადში და ზრდას დაიწყებს
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ჭორების ნაკადი უნდა გაფილტროთ და იცხოვროთ რეალური ცხოვრებით, განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

სსფ-ს პროგნოზით, რუსეთი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ხუთეულში მოხვდება

ერთ დღე-ღამეში მოსკოვში COVID-19-ით ინფიცირების 620 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ორ კვირაში ეს ინფიცირებულთა მატების მინიმალური რაოდენობაა.

„სულ რაღაცით გვაშინებენ. მაგრამ ასეთია ჩვენი ცხოვრება. მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავფილტროთ ამ ჭორების და გამოგონილი ამბების ნაკადი და რეალური ცხოვრებით ვიცხოვროთ. თუ შეიქმნება რაიმე კრიტიკული სიტუაცია - მოვახდენთ რეაგირებას. მაგრამ წინასწარ დავიმარხოთ თავი და ვიძახოთ: საშინელებაა, საშინელებაა - ასე არ ივარგებს“, - აღნიშნა სობიანინმა ტელეარხ НТВ-ს ეთერში.

მან ურჩია მოსკოველებს იყონ უფრო ოპტიმისტურები, ხელისუფლება კი მოვლენათა განვითარების კრიტიკული სცენარისთვის მზადაა, აღნიშნა მერმა.

მოსკოვის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ქალაქის ეკონომიკა მთლიანად აღდგება უახლოეს ნახევარ წელიწადში და ზრდას დაიწყებს.