ეკა ხოფერია და მისი მეუღლე მიშა ხუჯაძე 12 წელია ერთად ცხოვრობენ. წარმატებული ჟურნალისტის მეუღლე პროფესიით ექიმია. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წყვილი სამ შვილთან ერთად ინტენსიურ ურთიერთობასა და საოჯახო ვითარებაში დროის გატარებას ყოველთვის ახერხებს. ეკა ხოფერიასა და მიშა ხუჯაძეს ორი საერთო ვაჟი ჰყავთ.
ეკა ხოფერიამ „ინსტაგრამზე“ შვილის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც იკა თვეებისაა. ჟურნალისტი წერს, რომ ამ ფოტოს გადაღებიდან 8 წელი გავიდა, ფოტოზე კი გლანდები აქვს ახალი ამოჭრილი.
ეკა ხოფერიას პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ანანო ლევიძე ჰყავს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ ანანო შორს ცხოვრობს და ძმებთან ინტენსიური ურთიერთობა არ აქვს, უმცროსი ძმები და უფროსი და ძალიან მეგობრობენ. ეკა აღნიშნავს, რომ მიშასთან დაწყებული ურთიერთობის პერიოდში ანანო გარდატეხის ასაკში იყო და ძალიან ეჭვიანობდა. თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და დალაგდა. მიშა და ეკა ანანოს ესპანეთში ხშირად აკითხავენ და ერთად მოგზაურობენ.
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ ტელეკომპანია „იმედში“ ბოლო სამსახური დატოვა, მისი ცხოვრება ახალი გამოწვევების ფონზე განვითარდა. ტელევიზიის გამოჩენილი სახე ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ეკამ ჟურნალის შეფ-რედაქტორობას მოჰკიდა ხელი. მან ჟურნალი „სითი“ დააფუძნა, რომელიც 9 წელია ბაზარზე დიდი წარმატებით სარგებლობს. მორიგი უახლესი სურათი ჟურნალ „სითის“ ახალ ნომერში მოხვდება. ეკა ხოფერია უმცროს ვაჟებთან ერთად პოზირებს.