მსოფლიო დღეს

თურქეთი საბერძნეთის საზღვარზე ტანკების გადასროლას იწყებს

თურქულ მედიაში აღნიშნავენ, რომ საბერძნეთის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის გადასროლის შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში არსებული კრიზისის ფონზე თურქეთს ჰათაის სამხრეთ-აღმოსავლეთი პროვინციიდან ტანკები საბერძნეთის მოსაზღვრე ედირნეს ჩრდილო-დასავლეთ რაიონში გადაჰყავს, იუწყება სააგენტო IHA სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით.

ინფორმაციის თანახმად, ტექნიკის ორმა კონვოიმ, რომელსაც 40-მდე ტანკი გადაჰყავდა, სირიის საზღვარზე ჰათაის პროვინციის რეიჰანლის რაიონი დატოვა. მოსალოდნელია, რომ ტანკების გადასროლა ედირნეში რკინიგზით მოხდება.

თურქეთი ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთთან კრიზისის ფონზე სამხედრო სწავლებას იწყებს

თუმცა თურქეთის მედიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს თურქეთის ქვეითი ჯარების მეორე არმიის ქვედანაყოფების გეგმიური დისლოკაციის შეცვლა, ხოლო ინფორმაცია სამხედრო ტექნიკის საბერძნეთის საზღვარზე გადასროლის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება, იუწყება РИА Новости. რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

თურქულ-ბერძნული ურთიერთობების მორიგი გამწვავება მას შემდეგ მოხდა, რაც თურქულმა გემმა Oruç Reis დაიწყო სეისმური კვლევები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. საუბარია იმ რაიონზე, რომელსაც საბერძნეთი საკუთარ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს. საბერძნეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. თურქეთიც აწარმოებს კვლევებს რაიონში, რომელსაც კვიპროსი საკუთარ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს. ევროკავშირში თურქეთს უკვე დაემუქრნენ სანქციებით უკანონო ბურღვითი საქმიანობისთვის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.