თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 29-ით გაიზარდა და 1650-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1310 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 299 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.