„წითელ ხიდზე“ კონტრაბანდული მედიკამენტების პარტია აღმოაჩინეს

„წითელი ხიდის“ გავლით საქართველოდან აზერბაიჯანში გადასული სატვირთოების შემოწმებისას სამი ათასამდე შეკვრა სამკურნალო საშუალება იპოვეს
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანამშრომლებმა აღკვეთეს სამკურნალო პრეპარატების, კოსმეტიკური საშუალებების და ავტონაწილების კონტრაბანდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოდან აზერბაიჯანში 2 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა

აღნიშნულია, რომ საბაჟო პუნქტ „წითელ ხიდზე“ DAF-ის მარკის ორი სატვირთოს დათვალიერებისას აღმოჩენილია 2 645 სამკურნალო 19 კოსმეტიკური საშუალება, ასევე 53 ავტონაწილი.

როგორც სახელმწიფო კომიტეტში აღნიშნავენ, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ადრე მებაჟეებმა სატვირთოების მძღოლების მიერ აზერბაიჯანში კონტრაბანდული სიგარეტის შეტანის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს.

საბაჟოს დასავლეთის ტერიტორიული სამმართველოს თანამშრომლებმა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სიგარეტის გადატანის ხუთი მცდელობა აღკვეთეს - საერთო ჯამში 5400 სიგარეტის ღერი.