თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების რეკორდი დაფიქსირდა ბოლო 24 საათში საფრანგეთში - ქვეყანაში რეგისტრირებულია 8 975 ახალი შემთხვევა, რაც ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი რიცხვია, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის გენერალური დირექცია (DGS).
მარტის ბოლოს ერთ დღე-ღამეში დაავადებულთა მაქსიმალური მატება 7 578 შემთხვევას შეადგენდა. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ერთ დღე-ღამეში ფიქსირდებოდა 7 ათასზე მეტი ინფიცირებული.
საფრანგეთის საავადმყოფოებში კორონავირუსს ებრძვის 4 671 ადამიანი, 473 პაციენტი რეანიმაციაში იმყოფება. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში 30 686 ადამიანი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა კარანტინის გავლის გარეშე შეუძლიათ. თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საფრანგეთიდან ბრუნდებიან, სავალდებულო 12-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ.
აგრეთვე, საქართველოში არსებული შეზღუდვა რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე არ ვრცელდება იმ პირდაპირ რეისებზე, რომლებიც თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტსა და პარიზის, მიუნჰენის და რისის აეროპორტებს შორის ხორციელდება.