რაჭაში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 5 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 13 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. რაჭაში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 5 კილომეტრში დაფიქსირდა თბილისის დროით 07:44 საათზე.

მიწისძვრის ეპიცენტრი 13 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.