ქართული „გვირაბი" იტალიაში საუკეთესოდ დაასახელეს

„გვირაბი" 90-წუთიანი ფილმია, რომელიც ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო სადგურ „მოლითის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს.
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქართული დოკუმენტური ფილმი „გვირაბი" ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის (Trento Filmfestival) გამარჯვებული გახდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ქართული ფილმი მონტენეგროში საუკეთესოდ აღიარეს

Trento Filmfestival-ზე ყოველწლიურად ისეთ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმებს, მხატვრულ ნაწარმოებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს წარმოადგენენ, რომლებშიც მოქმედება ხდება მთებში და ექსტრემალურ რაიონებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და ამასთან მოუთხრობს ადამიანსა და ბუნებას შორის მიმზიდველ და რთულ ურთიერთობებზე.

„გვირაბი" – 90-წუთიანი ფილმია, რომელიც მოგვითხრობს ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო სადგურ „მოლითის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. როგორც კი „საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის ამბიციური პროექტი დაიწყო, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობის ცხოვრება თავდაყირა დადგა.

„გვირაბის" გადაღებები 2014 წელს დაიწყო. ფილმზე მუშაობდნენ ჟურნალისტი ნინო ორჯონიკიძე და რეჟისორი ვანო არსენიშვილი. ამ დუეტმა ერთად უკვე ხუთი ფილმი გადაიღო, „გვირაბი" კი მათი დებიუტია სრულმეტრაჟიან კინოში.

„გვირაბმა" Golden Gentian-ის ფესტივალზეც მთავარი ჯილდო მოიპოვა. თუმცა ფილმის რეჟისორები დაჯილდოების ცერემონიას ონლაინ ესწრებოდნენ.