თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა რუს ალა კუდრიავცევასთან წყვილში US Open-ის მერვედფინალში ითამაშებს. ტურნირი ამ დღეებში ნიუ-იორკში მიმდინარეობს.
პირველ წრეში ქართულ–რუსულმა დუეტმა ჯენიფერ ბრედი/კაროლინ დოლჰაიდის ამერიკულ წყვილს სამ სეტში მოუგო (2:6, 6:4, 7:5). მატჩი თითქმის ორ საათს გაგრძელდა.
მეოთხედფინალში გასასვლელად კალაშნიკოვა–კუდრიავცევას წყვილმა კვეტა პეშკესა (ჩეხეთი) და დემი სხიურსის (ნიდერლანდები) დუეტზე უნდა გაიმარჯვოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პეშკე 45 წლისაა.
US Open 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. COVID-19-ის პანდემიის გამო ის მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს.