ყვითელი ამბები

„წონის დიდი კლება ჰქონდა...“ – ანუკი არეშიძე ნიკოლა კალაძის უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

კახა კალაძე და ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი პოპულარული წყვილია. ნახეთ რას აქვეყნებს ანუკი არეშიძე. როგორი იყო პატარა ნიკოლა და როგორ უწევდა გადაადგილება დიზაინერ დედას მუდმივად.
Sputnik

დღეს ცნობილი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ნიკოლა კალაძე ორი წლის გახდა. ცნობილმა დედამ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ნიკოლას უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც დიზაინერი წერს, დაბადებიდან პირველ დღეებში ნიკოლას წონის დიდი კლება ჰქონდა, თუმცა შემდეგ მალევე გაიზარდა და „ლოყებიც ჩამოეკიდა“.

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.

სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარული პატარა ნიკოლას ვიდეოები და ფოტოებია. უმცროსი კალაძე ყველაზე მოუსვენარია, ხშირად მავნებლობს, უფროს ძმებს სათამაშოებს პარავს და ყველაზე მეტად, როგორც ირკვევა, მამა უყვარს. ანუკი ხშირად აქვეყნებს მის ვიდეოებს, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.