გონიოში ზღვაში ჭურვი იპოვეს

ჭურვი, სავარაუდოდ, საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან კოროზირებულია, თუმცა მას ექსპერტები მაინც შეისწავლიან
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. გონიოში ზღვაში კოროზირებული ჭურვი იპოვეს, განუცხადეს Sputnik–საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახურში.

გამნაღმველებმა ჭურვი უკვე ამოიღეს წყლიდან და გაიტანეს ტერიტორიიდან.

ბათუმში ტყვია-წამალი და ჭურვები იპოვეს: ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ

სავარაუდოდ, ჭურვი საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან კოროზირებულია, თუმცა მას ექსპერტები შეისწავლიან.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს მოქალაქემ მიაწოდა. ადგილზე ამის შემდეგ გამნაღმველები მივიდნენ.

შსს–მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ცეცხლსასროლი იარაღის ან ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით, რაც სასჯელის სახით ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ექვსი თვიდქან ორ წლამდე ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.