თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გლდანში მდებარე ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი ფართის ნაწილი დაიწვა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.
აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია – ბინაში შემთხვევის დროს არავინ იმყოფებოდა. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია ოპერატიურად განხორციელდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია საცხოვრებელ ბინაში აფეთქება.