მსოფლიო დღეს

ახალგაზრდა დედა ხუთი შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

პოლიციამ 27 წლის ქალი მას შემდეგ იპოვა, რაც ის სხვა ქალაქში წავიდა და მატარებელს ჩაუვარდა თავის მოსაკლავად.
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. პოლიცია ახალგაზრდა დედას ეჭვმიტანილად ცნობს ხუთი შვილის მკვლელობაში, რომლებიც სახლში იპოვეს გარდაცვილები, იუწყება გამოცემა Solinger Tageblatt.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გერმანიის ქალაქ ზოლინგენში მოხდა.

პედოფილების საქმე: მთელ გერმანიაში ჩხრეკა ჩატარდა - არიან დაკავებულები და დაჭრილები

როგორც ირკვევა, პოლიციაში ბავშვების ბებიამ დარეკა, რომელიც ზოლინგენიდან 60 კმ-ის დაშორებით ცხოვრობს. ქალის თქმით, მისმა 27 წლის ქალიშვილმა ხუთი შვილი მოკლა, ხოლო მეექვსე — ყველაზე უფროსი, 11 წლის ბიჭი ბებიასთან გაგზავნა. ამის შემდეგ კი უცნობი მიმართულებით გაუჩინარდა, რათა თავი მოეკლა.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ახალგაზრდა დედა დიუსელდორფში გაემგზავრა, სადაც მატარებელს ჩაუვარდა. მიუხედავად ამისა, ქალი გადარჩა, ვინაიდან რელსებს შორის აღმოჩნდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით და პალატასთან დაცვა დაუყენეს.

პოლიციის მონაცემებით, საცხოვრებელ ბინაში სამი გოგონა (18 თვის, ორი და სამი წლის) და ორი ბიჭი (ექვსი და რვა წლის) იპოვეს მოკლულები.

ამ დროისათვის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.