ყვითელი ამბები

„სულ გაგიჟდი?!.“ – ანრი ჯოხაძის გარდასახვამ საზოგადოება შოკში ჩააგდო

მელოტი და დიდი წვერით – ანრი ჯოხაძის იმიჯის რადიკალურმა ცვლილებამ სოციალური ქსელის მომხმარებლები შოკში ჩააგდო.
Sputnik

ხმაურიანი ვარსკვლავი ანრი ჯოხაძე ექსპერიმენტებს არ უშინდება, მაგრამ ბოლო პერიოდში სტილი განსაკუთრებულად და განსხვავებულად შეიცვალა ისე, რომ არავის ტოვებს გულგრილს. ახლა ელეგანტური მომღერალი საუცხოოდ გამოიყურება და მისი მისამართით უამრავი კომპლიმენტი ისმის. სტილის ცვლილების გარდა, ანრიმ წონაში საგრძნობლად დაიკლო. სკანდალების გავრცელებას მოუკლო, თუმცა ყურადღებას სტილის ცვლილებით იქცევს.

ცოტა ხნის წინ მომღერალმა და ტელეწამყვანმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მოზრდილი წვერი აქვს, ხოლო თმა თითქმის არ აქვს. „სულ გაგიჟდი?“, „შემეშინდა“, „სულთან სულეიმანს ჰგევხართ“ – უწერენ ანრის „ფოლოვერები“. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ანრი „პრაიმ შოუს“ პრომოს ჩაწერისთვის გარდაისახა და მომღერალი სინამდვილეში ძველებური იმიჯითაა.

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი და შოუმენი ანრი ჯოხაძე 40 წლისაა. მისი ხმა, მანერები, იუმორი თუ ეპატაჟურობა მუდამ ყურადღების ცენტრშია. შემოქმედებითი უნარისა და კომპოზიტორობის გარდა, ტელეწამყვანობაც შეითავსა. „პრაიმ შოუს“ ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანია. შემსრულებელი გადაღებების პერიოდში დაღლილ სტუმრებსა და წამყვანებს იუმორითა და სასაცილო სიტუაციებით ამხნევებს.