თორნიკე შენგელია „ცსკას" შემადგენლობაში წარმატებით ასპარეზობს

თორნიკე შენგელია „ცსკა"-ში მიმდინარე წლის ივლისში ესპანეთის „ბასკონიიდან" გადავიდა, რომელშიც 2014 წლიდან თამაშობდა.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკას" შემადგენლობაში „ხიმკის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ექვსი ქულა მოიპოვა.

ქართველი ფორვარდი მოედანზე სასტარტო ხუთეულში გავიდა და მის ანგარიშზე მოპოვებულ ქულებთან ერთად ხუთი მოხსნა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მატჩი „ცსკას" სასარგებლოდ, 16 ქულის სხვაობით დასრულდა - 99:83.

შემდეგ საკონტროლო მატჩს „ცსკა" საკალათბურთო კლუბ „ზენიტის" წინააღმდეგ 5 სექტემბერს გამართავს.

თორნიკე შენგელია „ცსკა"-ში მიმდინარე წლის ივლისში ესპანეთის „ბასკონიიდან" გადავიდა, რომელშიც 2014 წლიდან თამაშობდა. ამ სეზონში ის კლუბს ქვეყნის ჩემპიონობაში დაეხმარა. 28 წლის ქართველი კალათბურთელის კონტრაქტი მოსკოვის კლუბთან სამ წელზეა გათვლილი.