მსოფლიო დღეს

გამოდის სმარტფონი, რომელსაც პანელის ფერის შეცვლა შეუძლია – ვიდეო

ვიდეოზე ჩანს, როგორ იცვლება ტელეფონის პანელის ლურჯი ფერი და ის თანდათან გადადის სხვა ფერში. ცნობილი ხდება ისიც, რომ ტელეფონის პატრონს ეფექტის სიჩქარის მართვა შეუძლია.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სმარტფონების ერთ-ერთი მწარმოებელი მუშაობს ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც გაჯეტის უკანა პანელის ფერის ცვლას უზრუნველყოფს.

პროტოტიპის ამსახველი ვიდეორგოლი ტექნოლოგიების სამყაროს ინსაიდერ Ice universe-ის Twitter-აკაუნტზე გამოქვეყნდა.

​ამ სიახლის მუშაობის პრინციპიცა და ტექნოლოგიის დამნერგავი კომპანიის სახელიც ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.

ვიდეოზე ჩანს, რომ ტელეფონის ლურჯი პანელი თანდათან იცვლის ფერს და ნაცრისფერი ხდება. ამასთან ტვიტის ავტორი შენიშნავს, რომ მომხმარებელს თავად შეუძლია მართოს ეფექტის სიჩქარე.

ესოდენ დამაინტრიგებელი დიზაინის მქონე სმარტფონები შეიძლება ბაზარზე მალევე გამოჩნდეს.