ახალი ამბავი არავისთვის არის ის ფაქტი, რომ მსახიობი შორენა ბეგაშვილი შინაური ცხოველების დიდი მოყვარულია. მას სახლში პატარა ძაღლი „სანი“ ჰყავს, რომელსაც დაბადების დღეებსაც კი უხდის. 20 იანვარს „სანის“ 2 წელი შეუსრულდა და შორენამაც გადაწყვიტა მისთვის ეს დღე გემრიელი ტორტით მიელოცა.
შორენა ბეგაშვილის ძაღლს სანი ჰქვია, ის ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა. როგორც მსახიობის პოსტებიდან ირკვევა, სანის ძალიან უყვარს „ტუშონკა“, თუმცა თუ ცუდად იქცევა, ბეგაშვილი მას კუთხეში აყენებს და საყვარელ საკვებს აღარ აძლევს.
ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სანის „ტუშონკის“ და „გასეირნების“ გაგონებაზე საოცარი რეაქცია აქვს.