საქართველოში ბავშვები საიმედოდ არიან დაცული

საქართველოში 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა „ბავშვთა უფლებების კოდექსი“, რომელიც მოიცავს ბავშვებისა და მათი მშობლების ყოველმხრივი დაცვისა და მხარდაჭერისკენ მიმართულ ათობით პროგრამას.
Sputnik

კოდექსის პროგრამები იზრუნებენ ბავშვებზე მათი დაბადებიდანვე: მშობლებს კონულტაციები ჩაუტარდებათ ოჯახური თანაცხოვრების, ჯანმრთელობისა და ბავშვთა კვების ყველა საკითხზე, ასევე უზრუნველყოფენ ფსიქოლოგის მომსახურებას. ბავშვს წლების განმავლობაში ყველანაირად დაეხმარებიან განათლების მიღებაში, სოციალიზაციაში, სპორტსა და მოხალისეობაში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის ფორმირების მიზნით, ასევე სოლიდარობისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობების გაღვივებაში.