საქართველოში კვების ობიექტებში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

დღემდე ღია ტიპის რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში სტუმრების რაოდენობაზე მკაცრი შეზღუდვა იყო დაწესებული
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ღია ტიპის რესტორნებსა და კაფეებში შეზღუდვები შერბილდება - ამიერიდან ერთ მაგიდასთან ექვსის ნაცვლად 12 სტუმარი დაჯდება, ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა.

სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლებში მასობრივი შემოწმებები ჩატარდება

ფერაძის თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზანია კაფეებისა და რესტორნების მფლობელების წახალისება, რათა მათ შეძლონ კლიენტების მომსახურება ღია სივრცეებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების რისკი ნაკლებია, ვიდრე დახურულ დარბაზებში.

ფერაძემ ასევე აღნიშნა, რომ ცვლილება უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება და ამის შემდეგ ძალაში შევა.

ახალი წესები არ ეხება დახურული ტიპის რესტორნებსა და კაფეებს, მათთვის კვლავ „ექვსკაციანი მაგიდის“ შეზღუდვა მოქმედებს.

ღია ტიპის კვების ობიექტები 1 ივნისს ამუშავდნენ.