ყვითელი ამბები

ოთარ ტატიშვილის ვაჟი დაქორწინდა – ნახეთ ვინ არის მისი რჩეული – ფოტოები

ოთარ ტატიშვილი მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან „შუა ქალაქში“, სადაც ექიმ ირაკლი ჩხეიძის როლს ასრულებდა.
Sputnik

ექიმის, მსახიობისა და ტელეწამყვანის ოთარ ტატიშვილის უმცროსმა ვაჟმა შოთა ტატიშვილმა იქორწინა. შოთას რჩეული მარიამ ხულელიძეა.

წყვილს ქორწილი გაცილებით ადრე, 15 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს. 31 აგვისტოს კი ტატიშვილებმა ნიშნობის დღე ვიწრო წრეში აღნიშნეს.

შოთი ტატიშვილი 2015 წელს მუსიკალური შოუს „X ფაქტორის” მონაწილე იყო „ბიჭების“ კატეგორიაში, ის პროექტს „ოთხი სკამის“ ეპიზოდიდან გამოეთიშა.

სულ რამდენიმე წელია, რაც ოთარ ტატიშვილი ეკრანებზე გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა. ის ყველაფერს ასწრებს, ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს.

ოთარი პირველ მეუღლეს ეკა არჩვაძეს დაახლოებით 20 წლის წინ დაშორდა. ეკასთან მას ორი ვაჟი ჰყავს. ისინი ექვსი წელი ცხოვრობდნენ ერთად. მეორე მეუღლე თიკა სვანიშვილი სტომატოლოგია. მასთან ოთარს ერთი გოგონა – ნანი ტატიშვილი ჰყავს, რომელიც თანდათან საოცრად ემსგავსება დედას.