კუს ტბის საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომლებიც პარასკევს დილით ჩატარდება, საბაგირო მგზავრების გადაყვანას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, იუწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

საბაგიროთი გადაადგილება შეუძლებელი იქნება 4 სექტემბერს დილის 9-დან 11 საათამდე.

კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კუს ტბა თბილისელთათვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია სასეირნო ბილიკებით, სპორტული მოედნებით, აქვე ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც საქართველოს მინიატიურული მოდელია. კუს ტბაზე მოხვედრა შეიძლება როგორც ავტომობილით, ისე საბაგირო გზით.