ბათუმში ღამის კლუბებს დაკეტავენ?

გუშინ საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 38 შემთხვევა, აქედან 26 აჭარაში. ბოლოს შემთხვევების ასეთი მაღალი რაოდენობა 17 აპრილს იყო – 34 შემთხვევა.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში ღამის კლუბების მუშაობა უნდა შეიზღუდოს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბათუმიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა იმ დაწესებულების მონიტორინგი, სადაც ადამიანები იკრიბებიან, და სამინისტრო მათ მფლობელებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, აჭარაში კორონავირუსის აფეთქების პირობებში მნიშვნელოვანია სასტუმროებისა და საზკვების ობიექტების შემოწმების კუთხით შრომის ინსპექციის გააქტიურება.

„ყველაფერი ის, რაც ბათუმის ღამის კლუბებში ხდება, უნდა შეიზღუდოს", – განაცხადა ტიკარაძემ.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 38 შემთხვევა, აქედან 26 აჭარაში. ბოლოს შემთხვევების ასეთი მაღალი რაოდენობა 17 აპრილს იყო – 34 შემთხვევა.

ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1568-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა 19 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.