თითის წვერებზე: ლეო ბოკერიამ გაამხილა, როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე

პასიური ცხოვრების წესი ძალიან მავნებელია. ამიტომ სასარგებლოა რეგულარული სიარული. ზოგიერთები კი თითის წვერებზე სიარულს გვირჩევენ
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ორგანიზმის გაჯანსაღების საუკეთესო გზა სიარულია, ორსაათიანი სეირნობა კვირაში ცხოვრებას 8-12 წლით ახანგრძლივებს, აცხადებს ცნობილი კარდიოქირურგი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ლეო ბოკერია.

„ჩვენი მოსახლეობა ძალიან აქტიურად იღებს ისეთ რჩევებს, რაც გაჯანსაღებას ეხება. არსებობს ასეთი მონაცემები: ადამიანები, რომლებიც კვირაში თუნდაც ორ საათს დადიან, 8-12 წლით მეტს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც პასიური ცხოვრების რეჟიმით ცხოვრობს“, -  განაცხადა ბოკერიამ მოსკოვის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე.

ნოყიერ ვახშამზე უარის თქმა ბოდვაა: აკადემიკოსი ლეო ბოკერია განმარტავს

კარდიოქირურგის თქმით, გაჯანსაღების საუკეთესო მეთოდია სიარული.

„თუ ადამიანი რეგულარულად სიარულს დაიწყებს, და მას გაუჩნდება კიდევ დამატებითი ფიზიკური აქტივობის მოთხოვნილება, მას შეუძლია დაუბრუნდეს თავის ფეხბურთს, კალათბურთს, სირბილს, აზიდვებს და ა.შ. მაგრამ თუ ფიზიკურად დატვირთული არასდროს ყოფილხართ, სჯობს თავიდან ექიმი დაგაკვირდეთ თავის სარბენ ბილიკზე, და უკვე გასაგები იქნება, თუ როგორ უნდა იცხოვროთ შემდგომში“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ადრე იუტას უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა განაცხადეს, რომ რეგულარული სიარული თითის წვერებზე ხელს უწყობს აქტიურ გახდომას. თითის წვერებზე სიარული ააქტიურებს კოჭ-წვივის სახსრის, ზურგის, მუხლების და ბარძაყების კუნთებს. ამიტომ, კუნთების ტონუსის ასამაღლებლად და ზედმეტი კალორიების დასაწვავად ისინი ამგვარად სიარულს დღეში ხუთი წუთის განმავლობაში გვირჩევენ.