„ოსკარის” საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის ფილმების შერჩევა იწყება

ეროვნული კინოცენტრი „ოსკარის” საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს და კრიტერიუმებს აქვეყნებს
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული კინოცენტრი „ოსკარის” საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს. ინფორმაციას კინოცენტრი ავრცელებს.

„მიტოვებული სოფელი“: იაპონიაში ქართველი რეჟისორის ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 17:00 საათამდე მიიღებს.  წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე.

კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება იგეგმება ოქტომბრის დასაწყისში. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2020 წლის 10 ოქტომბრამდე.

განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში ან კომერციულ ოლნაინ-პლატფორმაზე; უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);
შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები; წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ფილმის ასლები:

– განაცხადი ფილმის მწარმოებლისგან, რომელითაც დასტურდება, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, და რომ მწარმოებელს აქვს უფლება და სურვილი, წარმოადგინოს ფილმი განსახილველად;

ნანა ჯორჯაძის ფილმის პრემიერა გაიმართება კინოფესტივალზე „ამურის შემოდგომა“

– ფილმის 1 ასლი BluRay ან DCP ფორმატში ინგლისური სუბტიტრებით და 1 ასლი DVD ფორმატში. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ, ხოლო DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში;
წარმოდგენილი ფილმის ვერსია უნდა შეესაბამებოდეს კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს;

– ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

ქართული ფილმი „დასაწყისი“ ამერიკის დასაპყრობად მიემგზავრება

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში
უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე.

იმ შემთხვევაში, თუ ფილმის პრემიერა იგეგმებოდა საქართველოს რომელიმე კინოთეატრში 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 სექტემბრამდე, მაგრამ ის არ შედგა მსოფლიო პანდემიით გამოწვეული პრობლემის (კინოთეატრების
დახურვის) გამო, შესაძლებელია ფილმის მინიმუმ 7-დღიანი უწყვეტი დისტრიბუცია განხორციელებული იყოს ან 15 სექტემბრამდე განხორციელდეს რომელიმე კომერციულ ონლაინ-პლატფორმაზე. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა.

ონლაინ დისტრიბუცია არ განიხილება 15 სექტემბრის – საქართველოში კინოთეატრების გახსნის – შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნული კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის თანამშრომლებს – დავით ვაშაძეს (D.Vashadze@gnfc.ge) და ლევან ლომჯარიას (l.lomjaria@gnfc.ge).