თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1548 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1270, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 239 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.